კომპანიის შესახებ

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა. მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.

კომპანია “კარტლისს” გააჩნია საკუთარი საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც კომპანია ცდის ახალ ჯიშებს და პრეპარატებს და ამუშავებს სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს. კომპანია ამაყობს იმითი, რომ საქართველოში, პროფესიონალ ფერმერებში მისი სახელი ასოციირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

 


ჩვენი გუნდი

სოსო მეფარიშვილი

გაყიდვების უფროსი

ფლობს მაგისტრის ხარისხს გარემოსა და ანალიზური ქიმიის მიმართულებით. რამოდენიმე წელი მუშაობდა პესტიციდების ნაშთების კვლევის მეთოდებზე ხილსა და ბოსტნეულში.  ჰოლანდიასა და ისრაელში შეისწავლა თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც შემდგომ საქართველოს პირობებისათვის დაამუშავა. 10 წელი  ხელმძღვანელობდა ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ყურძნის წარმოებას 700 ჰა მიწის ფართობზე. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს კარტლისის გაყიდვების გუნდს. 

ლელა გვასალია

ბიოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

ექვსი წელია კარტლისის გუნდის წევრია,  დიდი წვლილი აქვს შეტანილი  სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების გამოცდასა და დანერგვაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ასევე ის სისტემატურად ატარებს ცდებს სხვადასხვა კულტურაში პესტიციდების ეფექტურობაზე. ამჟამად ის ხელმძღვანელობს კარტლისის აკადემიას და ასევე არის კომპანიის პროდუქტ მენეჯერი. არის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი და აქვს ათამდე სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ენაზე, ჰოლანდიაში, ისრაელსა და იტალიაში გავლილი აქვს  მცენარეთა ინტეგრირებულ

ნინო მუმლაძე

აგროქიმიკოსი, პროფესორი

დავით კაკაშვილი

აგრონომი

ზაზა ქერელაშვილი

რევაზ შონია

აგრონომი

გურამ მოსიაშვილი

სარწყავი სისტემების განყოფილების უფროსი

ჰიდროინჟინერი გურამ მოსიაშვილი სარწყავი სისტემების სპეციალისტია პროექტირების და მონტაჟის მიმართულებით. გასარწყავიანებული აქვს ასეულობით ჰა მიწის ფართობი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ყოველწლიურად მონაწილეობს  წამყვან აგრარულ გამოფენებში საზღვარგარეთ.  დარგის სიახლეებს აქტიურად ნერგავს საქართველოში.

ნანა მესხორაძე

პარტნიორები

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე