ნუპრიდი 200ლ

ნუპრიდ 200ლ - იმიდაკლოპრიდი 200 გ/ლ

კულტურა: გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, კარტოფილი, ლიმონი, მანდარინი, პომიდორი, ფორთოხალი, ყურძენი

მოქმედი ნივთიერება: იმიდაკლოპრიდი 200 გ/ლ

დაავადება: მწუწნი მავნებლები, ბუგრები, ყურძნის ჭია, კვირტის ჭია, ფრთათეთრა, ბუგრები, კოლორადოს ხოჭო, თრიფსები, ხვატრები

მწარმოებელი: Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია

ფასი

0,1 ლიტრი - 14.85 ლარი

0,25 ლიტრი - 28.80 ლარი

1 ლიტრი - 99.00 ლარი

მოქმედების სპექტრი და ხარჯვის ნორმა:

კულტურა მავნებელი პრეპარატის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი ჯერადობა
ვაშლი მწუწნი მავნებლები,
ბუგრები
0.2-0.3 30 1
ვაზი ყურძნისა და კვირტის
ჭია, ჭიჭინობელელბი
0.15-0.2 25 2
ციტრუსები ციტრუსოვანთა
ფრთათეთრა, ბუგრი
0.5-1.25 25 2
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო,
თრიფსები
0.15-0.2 25 1
პომიდორი (ღია გრუნტი) ბუგრები, თრიფსები,
ფრთათეთრა
0.2-0.25 25 1
პომიდორი
(დახურული გრუნტი)
ბუგრები, თრიფსები 0.5 3 1
კიტრი (ღია გრუნტი) ბუგრები, თრიფსები 0.2-0.25 20 1
კიტრი (დახურული გრუნტი) ბუგრები, თრიფსები,
ფრთათეთრა
0.2-0.75 3 1
კომბოსტო ბუგრები, თრიფსები 0.2-0.5 25 1
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწები
ბეღლის მავნებლები 0.05-0.3 1
დეკორატიული
მცენარეები
ბუგრები 0.2-0.5 2

 

მაღალეფექტური სისტემური ინსექტიციდი მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხასიათდება ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით. ეფექტურია Homoptera, Lepidoptera და სხვა ჯგუფის მავნებლების წინააღმდეგ. აქვს მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია, როგორც დაბალი, ასევე მაღალი ტემპერატურის დროს. 

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან და მინერალურ სასუქებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.

ფიტოტოქსიკურობა:

არ არის ფიტოტოქსიკური რეკომენდებულ დოზებში. 

რეზისტენტობის განვითარება:

რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია სეზონის განმავლობაში მოცემულ ნაკვეთზე პრეპარატის გამოყენება 2-ჯერ და ასევე მისი მონაცვლეობა სხვა ქიმიური კლასის ინსექტიციდებთან. 

სამუშაო ხსნარის მომზადება:

ნუპრიდი 200 უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი ნუპრიდი 200-ის რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას იმავე დღეს. 

ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები:

პრეპარატი საშუალოდ ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, დაბალტოქსიკურია ფუტკრებისათვის; ტოქსიკურია თევზებისათვის. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება თევზსაშენის სანიტარულ ზონებში. 

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე არანაკლებ +50C და არაუმეტეს +250C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.
მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე