სიპკამოლი

კულტურა:
თხილი, ყურძენი, კაკალი, გრეიფრუტი, ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, გარგარი, ალუბალი, ატამი, მსხალი, ნუში

მოქმედი ნივთიერება:
პარაფინის ზეთი 80 %

დაავადება, მავნებელი:
ფარიანები, ცრუფარიანები, ტკიპები, ბუგრები, ფსილები, ჩრჩილები

მწარმოებელი:
Sipcam S.p.A, იტალია

ფასი

0,25 ლიტრი - 4.03 ლარი

5 ლიტრი - 66.15 ლარი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელთა მოზამთრე სტადიების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის წყალხსნარის შესხურებისას გასანადგურებელი მავნებლების მოზამთრე სტადიები იფარებიან მინერალური ზეთის თხელი აპკით, რაც იწვევს მათ სასუნთქი გზების გადაკეტვას და შედეგად მათ გაგუდვას. “სიპკამოლის” მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მავნებელთან ბრძოლაში მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მცენარის ზედაპირზე პრეპარატის თანაბარი და სრული განაწილება.

პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად სასურველია სამუშაო ხსნარის რეკომენდირებული ინსექტიციდების გარევა. არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება 40C დაბალ ტემტერატურის დროს, რადგან ასეთ პირობებში კლებულობს მისი მოქმედების ეფექტურობა.

გამოყენების ნორმა: 

კულტურა მავნებელი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ჯერადობა ლოდინის პერიოდი (დღე)
ვაშლი, მსხალი, ატამი მავნებლების მოზამთრე ფაზები შესხურება კვირტების გახსნამდე 2% ხსნარით 1 25-30
ალუბალი მავნებლების მოზამთრე ფაზები შესხურება კვირტების გახსნამდე 2% ხსნარით 1 25-30
ვაზი მავნებლების მოზამთრე ფაზები შესხურება კვირტების გახსნამდე 2% ხსნარით 1 10-15
ციტრუსები მავნებლების მოზამთრე ფაზები შესხურება კვირტების გახსნამდე 2% ხსნარით 1 30-35
კაკალი, თხილი, ნუში მავნებლების მოზამთრე ფაზები შესხურება კვირტების გახსნამდე 2% ხსნარით 1 25-30
დეკორატიული მცენარეები მავნებლების მოზამთრე ფაზები შესხურება კვირტების გახსნამდე 2% ხსნარით 1 15

ფიტოტოქსიკურობა:

რეკომენდირებული დოზების და წესების დაცვით გამყენებისას არ არის ფიტოტოქსიკური. 

თავსებადობა სხვა პრეპარატთან:

თავსებადია მრავალ ინსექტიციდთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. 

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.

პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.

პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.

თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე