ჯაბა თავართქილაძე – აჭარელი ფერმერის წარმატებული საქმიანობა

ბათუმი უკვე ემზადება საკურორტო სეზონისათვის, ტურისტების მოთხოვნათა ასორტიმენტიც თანდათან იცვლება, ფერმერი ჯაბა თავართქილაძე უკვე რამდენიმე წელია აჭარის რეგიონის ჰიპერმარკეტებს, რესტორნებსა და სასტუმროებს ბოსტნეულით ამარაგებს.

ფერმერს კომპანია კარტლისის სპეციალისტების რეკომენდაციით მოჰყავს ისეთი ბოსტნეული კულტურები როგორიცაა: ლოლო როსა, ლოლო ბიონდა, აისბერგი, რომანეს ტიპის სალათები, ასევე რუკოლა და მიკრო სალათები.

აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესში მთელი ოჯახი არის ჩართული, მისი პატარა შვილი, ლუკა, უკვე გამოცდილი პატარა აგრონომია, მან იცის ჩითილების გამოყვანა და აქვს თავისი ასაკისთვის დიდი პრაქტიკული გამოცდილება.

ჯაბამ ფერმერული საქმიანობა 2009 წელს 150 მ2 სათბურით დაიწყო, დღეს ის ფლობს თითქმის ნახევარ ჰექტარ სასათბურე მეურნეობას.

შესანიშნავი არომატი, გემო, სასაქონლო სახე, მაღალი ხარისხი, ის ნიშნებია, რომლითაც მისი პროდუქცია ბაზარზე გამოირჩევა და შესაბამისად ყოველთვის აქვს მაღალი ფასი, აღნიშნავს ფერმერი.

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   info@cartlis.ge
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე